MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

საქართველოს დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გადაცემის ერთ-ერთ რისკფაქტორს ნაღდი ფულის გამოყენება წარმოადგენს, ამიტომ იგი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ თუ არის შესაძლებლობა, უნაღდო ანგარიშსწორებით ისარგებლონ.

„დაავადების გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახლავთ ფული. ჩინეთი მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე. ყველა ანგარიშსწორება ხდება ელექტრონულად. უნდა შევეცადოთ, რომ ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული. მაგრამ იქ, სადაც აუცილებელია ქეში, სასურველია ქეშის ხმარების დროს დავიმუშაოთ ხელები.

მივმართავ ბანკებს, რომ მათ არ უჭირთ და აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ყველა ფილიალში, ყველა განყოფილებაში იყოს ხელის დასამშავებელი სადეზინფექციო სივრცეები და იდგეს დეზინფექტორები, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება ხელის დამუშავების.

ეს აუცილებელია ბანკის თანამშრომლებისთვის და მათთვის, ვინც ქეშით იღებს თანხებს. თავშეყრაახოლმე, როცა პენსიების გაცემა ხდება, ამიტომ ვთხოვ ბანკებს, რომ იქნებ გაცემა მოხდეს ვირტუალურად, ელექტრონულად და თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ შეუქმნან პენსიონერებს შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ჰიგიენური წესები დაიცვან. ავარიდოთ თავი დიდ თავშეყრას და დიდ რიგებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თქვენი კომენტარი?