განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

ამირან სალუქვაძე – ბრიგადის ყოფილი გენერალი 


“მესმის მოითხოვონ “ონლაინ” წირვების ჩატარება. დეზინფექციას ითხოვენ. სახელმწიფოს სთხოვენ ომია და ხალხის გადაადგილება შეზღუდეთო, სამიზნედ მოსახლეობის ეკლესიაში სიარული აქვთ. ამ დროს თავად დადიან ტელევიზიებში და ტოკ-შოუებში იღებენ მონაწილეობას, სადაც ცალკე დარბაზშია მაყურებელი, ცალკე მაგიდის ირგვლივ სხედან მონაწილეები.

ეკლესიაში სიარულის აკრძალვას რომ ითხოვთ, ჯერ ტოკ-შოუები აკრძალეთ და გადადით “ონლაინ” მონაწილეობაზე. სუპერ/ჰიპერ მარკეტებში რიგები იდგა, რაც სრული აბსურდი და უცოდინარობაა,, ხმა არ ამოგიღიათ. ეკლესია განერვიულებთ.

ახლა რაც შეეხება დეზინფექციას.

პირველი, ჯერ საკუთარი თავის, ბინების, ოფისების, ავტომანქანების დეზინდექციით დაიწყეთ, შემდეგ მიადექით ეკლესიას.

მეორე, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით ვირუსი მეტალზე, სპილენძზე 2 საათამდე ცოცხლობს. უფრო დიდხანს ცოცხლობს მუყაოზე და პლასტიკზე. შესაბამისად, შეეშვით ეკლესიის დეზინფექციას. მილიონჯერ ითქვა, ვირუსი წვეთოვანი გზით გადაეცემა, 1-2 მეტრამდე მანძილზე.

ვირუსი დიდხანს ძლებს წყალში, საყინულეში ცოცხლობს წლობით და ა.შ. უბრალოდ, არალიგიკურია, თუ ეკლესიაში არ შეიძლება სიარული, ან დეზინფექციას ითხოვთ, რატომ დადიხართ ხალხმრავალ ტოკ-შოუებში, თან პირბადეების გარეშე, არც ტელევიზიების დეზინფექციას ითხოვთ.

პოსტი სახუმაროა. ნუ მიიღებთ სერიოზულად. აბა, იუმორის გარეშე როგორ ვუყურო ამ ყველაფერს. სერიოზულად ერთს დავწერ. ძალიან ბევრ რესპოდენტს, ქვეყანას რომ მოძღვრავს, საკუთარი წესების და ღირებულებების თავზე მოხვევას რომ ცდილობს, რატომ ჰგონია რომ ამის უფლება ან სათანადო ავტორიტეტი აქვს?!”

თქვენი კომენტარი?