კორონავირუსის მე-4 შემთხვევა საქართველოში

390
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კორონავირუსის მე-4 შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ისაუბრეს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, პაციენტმა ინფექციურ კლინიკას მაღალი ტემპერატურით გუშინ თავად მიმართა, ჩატარებული კვლევების მიხედვით მას კორონავირუსი დაუდგინდა. პაციენტი ბოქსირებულ კლინიკაშია მოთავსებული და შესაბამისი კლინიკური მკურნალობა დაწყებულია.

“ბოლო შემთხვევა თავისი მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან. არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა კვირას, თითქოს სიმპტომების გარეშე, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს,” – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

თქვენი კომენტარი?