ყოჩაღ სახელმწიფოს, ტელევიზიის დირექტორი მოქალაქეებს “კოჭების დახვრეტით” ემუქრება პირდაპირ ეთერში – ბაკურ სვანიძე

289
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი და იუმორიტსი ბაკურ სვანიძე “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის მიერ, ტელეეთერში გაჟღერებულ სიტყვებს ეხმიანება, როდესაც ნიკა გვარამიამ ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში ის კოჭებს დაუხვრეტდა.

“ყოჩაღ ჩვენს სახელმწიფოს! ასეთი დემოკრატიით უკვე ევროპა კი არა,  სრულიად გალაქტიკა გაგიჟდება და გაოცდება! ნაციონალური მასშტაბით მაუწყებელი ტელევიზიის გენერალური დირექტორი მოქალაქეებს იარაღით და სროლით, ტყვიით და “კოჭების დახვრეტით” ემუქრება პირდაპირ ეთერში.

ასეთი პრეცენდენტი ჯერ ევროპაში კი არადა, პლანეტის მასშტაბით, ყველაზე უფრო ჩაბნელებულ აფრიკულ დიქტატორულ ქვეყნებშიც არ შეუნიშნავთ! 90 -იანებშიც კი არ ყოფილა მსგავსი მუქარა ტელეეკრანიდან! სახელმწიფოვ! მიაქციეთ ყურადღება ამ საშიშ და უზრდელ ფსიქოპათს! ის უკვე პირდაპირ ეთერში დედის გინებიდან ხალხის დახოცვის მუქარაზე გადავიდა!

ნუ გაგეცინებათ ამ ქათამზე რომ ვთქვი – საშიშია მეთქი! დიახ, სწორედ შეიარაღებული ქათამია  საშიში, თორემ შეიარაღებული ვაჟკაცი უსამართლოდ მაინც არავის ესვრის და არც საქციელი შეეშლება! შეიარაღებული ქათმების გაჯეჯილება მოიტანს ძალიან საშიშ და შეუქცევად შედეგებს! ამ ქათამს და მის ქათმების ჯოგს არავინ დაუთმობს არაფერს და რა მოჰყვება ამას, თავად დაფიქრდით! ისე, კიდევ ერთხელ მოგმართავთ იმ რეგვნებს,  რომლებიც არჩევნებამდე მეუბნებოდით – კაცო,  ამათმა ჭკუა ისწავლეს უკვე და აღარ იზამენ იმას, რასაც 9 წელი აკეთებდნენო – ახლა მაინც თუ  ხვდებით რომ მაგარი მიგაგოიმეს?”– წერს სვანიძე.

IMG.GE