მიცვალებულების შურისძიება დაწყებულია – ვერელი თორაძეების ოჯახის წერილი გიორგი რურუას

2944
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ფეისბუქ გვერდი სახელწოდებით “ვერელი თორაძეები” “მთავარი არხი”-ს ერთ-რთ მეწილე, გიორგი (ჟორიკა) რურუას ღია წერილით მიმართავს და მისი ოჯახის 7 წევრის მკვლელობაში სდებს ბრალს. წერილს გთავაზობთ უცვლელად:

ღია წერილი ჟორიკა გიორგი რურუას.

“დრომ და სიჩუმემ შურისძიების ცეცხლი ვერ გამინელა…დიდი ხანია ყურადღებით გაკვირდები შენ და შენს “ბოროტ“ ყოფილ მეგობრებს. „ვტკბები“ თქვენი უღმერთობით. არადა „ქრისტეს მეომრად შერაცხულ“ მკვლელს უნდა ესმოდეს,რომ ღმერთის ხელი სადაც არ ურევია ყველაფერი ინგრევა და ნადგურდება… სატანას არ უყვარს, დროში გაწელილი მეგობრობა… ალბათ ხვდები, რომ შენს ნაცებისდროინდელ თამაშს, დღეს ოცნების “ვარსკვლავბიჭუნები” თამაშობენ?

როგორ გაგწირეს “მეგობრებმა”? მიგატოვეს ზარალამ, ლერიმ, ტილიკებმა მუსტაფებმა … შენ უკეთ იცი ვინ…! მაგრამ იცოდე მე არასდროს მიგატოვებ ! უნდა თქვა სად წაიყვანე ზაზა და პაატა თუ გინდა, რომ თავი დაგანებო.

ისე შეგაწუხებენ შენს მიერ არაკაცურად ჩახოცილი ბიჭების აჩრდილები, რომ სურვილი დაგახრჩობს მოყვე, რატომ ჩამიცხრილე ოჯახი! საზოგადოება ინტერესით მოისმენს შენს „აღსარებას“ და შეიძლება შენ სინანულის გრძნობა გეწვიოს და საზოგადოებამ „ცოტათი“შეგიბრალოს …იმედია გადაწყვეტილებას დროულად მიიღებ.

სანამ შენი “ერთგული ძმაკაცები” მოგიშორებენ ! მე გადაგეფარები, იცოდე შენ დიდხანს უნდა იცოცხლო და ის დაინახო რაც უნდა დაინახო! გაგახსენებ “მებრძოლო ვაჟკაცო” მტერიც კი აბრუნებს მკვდარ მტერს ! ქრისტიანი ხარ როგორც ამბობ! შენი ქრისტეანული ვალია ჩემი ნაწამები, მოკლული ძმების ცხედრები დამიბრუნო. სადაც გინდა იქ წაიღე ეს წერილი და რაც გინდა ის უქენი! იცოდე, რომ მე სულ შენთან ვარ! წამით არ გტოვებ! შენი და „ბოროტების“ხროვას, თქვენს მიერ უმოწყალოდ ამოხოცილი ჩემი ოჯახის შვიდი წევრის აჩრდილები გითვალთვალებენ და არა იმიტომ, რომ ღვინით სავსე ჭიქა მოგაწოდონ. მიცვალებულების შურისძიება დაწყებულია. შენ კი აღსარებამდე ცოტა დრო დაგრჩა “MEMENTO MORI”ჟორიკ!”- აღნიშნულია წერილში.

გთავაზობთ ინტერვიუს მოკლული თორაძეების გადარჩენილ წევრ თამუნა თორაძესთან, რომელიც მან “ობიექტივს” და მის ერთ-ერთ წამყვან ნიკოლოზ მჟავანაძეს მისცა.

ნაწილი 1

ნაწილი 2

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE