სკანდალური ანონიმური წერილი – ვინ უთვალთვალებდა სოსო გოგაშვილს მოსაკლავად?

335
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

საინფორმაციო სააგენტო “მარშალპრესი” სკანდალურ წერილს ასაჯაროვებს, რომელიც რედაქციამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მიიღო, რასაც უცვლელად გთავაზობთ.

“ინფორმაციას გაწვდით თურქეთში ეგრედწოდებული კანონიერი ქურდების დავით ახანაშვილის (დათო პანკისკი) და გაიოზ ზვიადაძის (გია ქუთაისკის) მკვლელობასთან დაკავშირებით, გთხოვთ ჩემი ვინაობა საიდუმლოდ დატოვოთ, ეს ინფორმაცია შინაური წყაროდან არის მოპოვებული, სანდო და რეალურია.

რამდენიმე დღის წინ მოსკოვში კრიმინალურმა ავტორიტეტმა არბი ნასიპაშვილმა (გოდერძიმ) ხუთი ადამიანი ჩაცხრილა (მოკლა), ეს მკვლელობები ქურდულ აბაროტს უკავშირდება, სწორედ თურქეთში მოკლული კანონიერი ქურდების, პანკისელი, სოფელ დუისელი ჩეჩენი ქურდის დავით ალხანაშვილი (დათო პანკისკის) და ქუთაისელი ქურდის გაიოზ ზვიადაძის (გია ქუთაისკის) მკვლელობას.

კრიმინალური ავტორიტეტი “არბი” ახმეტაში, სოფელ ზემო ალვანიდან არის, თუში ჩეჩენია. გავრცელებული ინფორმაციით რაც მოვისმინე, კრიმინალური ავტორიტეტი არბი წლების წინ რამოდენიმე თვით მუხროვანის სპეციალურ ძალებში (სპეცრაზმში) მსახურობდა, სავალდებულო გაწვევის დროს მოგეხსენებათ ამ დანაყოფში მოხვედრა რთულია, შესაბამისად მას დაეხმარნენ, რომ მოხვედრილიყო ამ დანაყოფში, მისი იქ ყოფნა ლაფანყურში ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება ჩეჩენი და ქისტი მებრძოლების ლიკვიდაციას.

გავრცელებული ინფორმაციით, მუხროვანის სპეცრაზმმა იაქტიურა ამ სპეცოპერაციაში, კრიმინალური ავტორიტეტი ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ცდილობდა მოეპოვებინა ინფორმაცია და ასევე პანკისში ჩატარებულ რამდენიმე სპეცოპერაციაზე. მისი ინტერესი იყო სისხლი აეღო მოკლული ჩეჩნების. 4 თვის შემდეგ მან დატოვა, მიატოვა სამხერო ბაზა რამდენიმე დღის შემდეგ დაიჭირეს, მას აღმოუჩინეს უკანონო ავტომატი რაზეც გაასამართლეს. 2 წლით რუსთავის სასჯელაღსრულების ნომერ 17 დაწესებულებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ციხის მაყურებელთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, მეგობრობდა და ქურდულ საქმიანობაში ჩართული იყო, კანონიერი ქურდობა უნდოდა და სწორედ ამიტომ ქურდულ აბაროტთან დაკავშირებით მოსკოვში ხუთი ადამიანი ჩაცხრილა, ამ ხუთმა ადამიანმა მოკლა ის კანონიერი ქურდები რომლებიც აგიღწერეთ. ეს ყველაფერი ისე გაკეთდა რომ კვალი არ დარჩენილა. კრიმინალური ავტორიტეტი ასევე რამდენჯერმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს სოსო გოგაშვილს სახლთან ავტომატით ელოდებოდა. ამ ინფორმაციასთან ერთად გაწვდით კრიმინალური ავტორიტეტი “არბი”-ს 4 ფოტოს” (ფოტოების სანახავად დააჭირეთ აქ)

თქვენი კომენტარი?
IMG.GE