არ დავიღლები ჩვენი ინფექციონისტების, ეპიდემიოლოგების, ლაბორანტების, ექიმების, ექთნების, ყველას გამხნევებით – ნინო ლომჯარია

447
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, კორონავირუსის წინააღმდეგ ჩართულ ქართველ ექიმებსა თუ მედიცინის სხვა დარგის წარმომადგენლებს მხარდაჭერას უცხადებს.

“ეს ადამიანები (ბ-ნი თენგიზ ცერცვაძე, ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, ქ-ნი მარინა ეზუგბაია და სხვები) გარდა იმისა, რომ ალბათ 24 საათიან რეჟიმში დღეს ყველაზე სტრესულ და საშიშ გარემოში მუშაობენ, ყოველდღე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მზად არიან მშვიდად, კვალიფიციურად, ამომწურავად დააკმაყოფილონ ჟურნალისტების და შესაბამისად საზოგადოების ინტერესი. ერთი ადამიანისთვის ეს ძალიან ბევრია.

არ დავიღლები ჩვენი ინფექციონისტების, ეპიდემიოლოგების, ლაბორანტების, ექიმების, ექთნების, ყველას გამხნევებით, ვინც დღეს კორონა ვირუსს ებრძვის. ვიცი, რას ნიშნავს ასეთ დროს თითოეული გამამხნევებელი სიტყვა. საზოგადოებას ვთხოვ, ვიყოთ სოლიდარულები მათ მიმართ. დღეს ამ ადამიანებისთვის დამატებითი სტრესის შექმნა ნებისმიერი ჩვენი შეფასებით თუ კომენტარით არის ხელის შეშლა ვირუსთან ბრძოლის საქმეში.

p.s. როგორი ტექნიკური თუ ინფრასტრუქტურული აღჭურვლობით დახვდა ჩვენი ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსს, როგორ პირობებში ყავდათ იქ სამედიცინო პერსონალი და ვის რა როლი მიუძღვის ამაში, ეს მოგვიანებით და აუცილებლად უნდა გახდეს მძაფრი განხილვის საგანი.”- წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?