ბოლო ამბები
14/01/2026

ლეგიტიმურობის როგორი კრიზისიც არ უნდა ჰქონოდა მადუროს, რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონოდა მას ჩადენილი, არცერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება შეიჭრას სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე და მოიტაცოს ფაქტობრივი პრეზიდენტი

გაზიარება

ლეგიტიმურობის როგორი კრიზისიც არ უნდა ჰქონოდა მადუროს, რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონოდა მას ჩადენილი, არცერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება შეიჭრას სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე და მოიტაცოს ფაქტობრივი პრეზიდენტი”– ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ვენესუელაში ჩატარებულ ამერიკულ სპეცოპერაციას, რა დროსაც ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე მოიტაცეს, ქვეყნიდან გაიყვანეს და ამერიკული მართლმსაჯულებით ასამართლებენ.

იმპერიალიზმი იმპერიალიზმია! ჩვენ ისეთი სამყარო გვინდა, სადაც ქვეყანა, თავისი სიმდიდრის, ზომისა და შესაძლებლობების მიუხედავად, ელემენტარულ წესებს მაინც ემორჩილება.
“პანდორას ყუთის” თავსახური დამსხვრეულია. თუ რუსეთისთვის მოსულა, თუ აშშ-სთვის მოსულა, მაშინ ყველა რეგიონალურ ზესახელმწიფოსაც ეხსნება ხელ-ფეხი დასუსტებული მეზობლების დასამონებლად.

ევროკავშირის ახლა ეძლევა შანსი, რომ საკუთარ თვითმყოფადობას გაუსვას ხაზი.”- წერს ლევან ლორთქიფანიძე.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა