ბოლო ამბები
10/02/2026

ღარიბაშვილამდე, ხუთასი ათასი ღორი და გარეწარი იყო დასაჭერიც, საჯაროდ გასასამართლებელიც და უვადოდ დასაპატიმრებელიც – იუნა შაფათავა

გაზიარება

“მომწონს თუ არ მომწონს ღარიბაშვილი, მეასეხარისხოვანია,

ვიცნობ, ვიცნობდი და ბევრი გვიხითხითია და ჩემზეც უხითხითიათ (დეას გავლით, ირიბად და პირდაპირ), მაგრამ ჩემი ქერა თმის ღერზე მკიდია, ვინ რას ფიქრობთ, ვის გიხარიათ – არავინ არის დაზღვეული შეცდომა-გადაცდომისგან, მე მაინც ჩემი აზრი მაქვს და ვიტყვი: ღარიბაშვილამდე, ხუთასი ათასი ღორი და გარეწარი იყო დასაჭერიც, საჯაროდ გასასამართლებელიც და დასაპატიმრებელიც – უვადოდ, მაგრამ იმდენი იძახეთ – ხელისბიჭი, ყურმოჭრილი მონა, ჰაკიმ-ფაშა, ყველაზე სასტიკად და უმოწყალოდ გაიარა ხორცსაკეპი მანქანა და მოდით, სამართლიანები ვიყოთ – არც მიშა სააკაშვილის მსგავსად უბაკუნებია ფეხები, არც გადაუფარჩხავს ფეხები მიწაზე – ვის უბედავთ და არც არავისთვის იოგურტი უსროლია და არც ისტერიკები დაუდგამს, არც სომხეთში საბარგულში გაპარვის პერფომანსი დადგა და არც ჯანმრთელობით უუნარობა დაიბრალა; არც ლაივი ჩართო ჩხრეკისას, არც შვილებით გააკეთა სპეკულაცია, არც უცხოურ გამოცემებთან მოყვა ზღაპრები, არც გმირად შერაცხეს თანაპარტიელებმა და ყოფილმა კოლეგებმა, უსიტყვოდ მიჰყვა კანონს და დაემორჩილა ყველა ეტაპზე. ხაზს ვუსვამ – მიზეზი არც ვიცით, მე ვთვლი, გაფლანგვაზე მეტია, რადგან საქართველოს ბიუჯეტი ვის ჯიბეში აღარ დევს, ოდითგანვე.

მეც ბევრჯერ კალამბური მითქვამს მასზე, როცა საკუთარ თავს ვაძლევდი უფლებას, მაგრამ დაჭერილ და ხელბორკილიან ადამიანზე აგდებულად ლაპარაკი მხოლოდ მდაბიოთა ხასიათია.
ვინც ბრმა არ არის და ტვინი უმუშავებს, სხვაობას დაინახავს.

უბრალოდ, უნდა შეგეძლოს დანახვა და შედარება და შეფასება. სასჯელსაც ღირსეულად უნდა დახვდე და მიიღო, რა სამაგალითოდაც და დამამცირებლად არ უნდა დაისაჯო, სახლის საცვლების ჩვენებით.

კიდევ ერთხელ: ვწუხვარ, ღარიბაშვილამდე, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკისთვის სახიფათო დამნაშავე უნდა გამოეძიათ, ჩამოეთრიათ, დაესაჯათ, მაგრამ
ირაკლი გაწირეს თუ შეწირეს, და რას – ამას დრო გვიჩვენებს.

მე პირადად, არავისი ცუდი დღეები არ მიხარია, დააშავა, პასუხი უნდა აგოს ყველამ, კანონი უზენაესია, მაგრამ სხვაობა უნდა დავინახოთ.
გამძლეობას ვუსურვებ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს.

ქვეყანაში, სადაც ნამდვილი სისხლისმსმელის და სამშობლოს გამყიდველების უკანონო შვილები სცენაზე დგანან და ყველანაირად ხელს უწყობს ამჟამინდელი მთავრობა ყოფილი მთავრობების დამნაშავე წევრების ფავორიტების წინსვლას და ეხმარება ყველანაირად, არც ირაკლის შვილები უნდა დაიჩაგრონ და არც სხვა დასჯილი თუ დაუსჯელი, გამოძიებაში მყოფი პირების შვილები და მშობლების შეცდომა, სტიგმად არ უნდა იქცეს.

მე ვთვლი, ძალიან ბევრის მთქმელია ადამიანზე ის, როგორ იქცევა განსაკუთრებულ სიტუაციაში და როგორ ექცევი შენს მტრებს და განსხვავებული აზრის ადამიანებს.
მიუხედავად ჩემს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების და ბლოკის, კომპასის ოთხივე მხარეს საქართველოში, მე დისკუსიას ორმხრივს ვცნობ, დრომ განსაჯოს, ისტორიის სამართლიანობა ითხოვს, ფაქტების სწორად ასახვას. დანარჩენი თქვენს ნამუსზე იყოს, მე რა, თქვენი სულის გადასარჩენად მე ვერ ვილოცებ, ღმერთმა შეგინდოთ.”– წერს სოციალურ ქსელში მსახიობი იუნა შაფათავა

სხვა ამბების წაკითხვა