17 მარტიდან “ღამის კურიერი” ეთერში ბრუნდება (ვიდეო)

253
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

14 წლის შემდეგ, “რუსთავი2”-ის ეთერში გადაცემა “ღამის კურიერი” ბრუნდება, რომელსაც ამჯერად დავით კაკულია გაუძღვება. გადაცემა 17 მარტიდან, ყოველ სამშაბათს, 22:00 საათზე გავა.

ღამის კურიერი “რუსთავი2”-ის ერთ-ერთი პირველი პროექტი იყო, რომელიც 1999 წლიდან გადიოდა, თავდაპირველად გადაცემას გიორგი სანაია, ნინო ქაჯაია და ეკა ბერიძე უძღვებოდნენ, მოგვიანებით კი ნატა ამაღლობელი. გიორგი სანაიას გარდაცვალების შემდეგ, მცირე პაუზის შემდეგ, უკვე 2002 წლიდან გადაცემა ეკა ხოფერიას  მიჰყავდა, ხოლო 2004 წლიდან, აკაკი გოგიჩაიშვილს, ნათია ზამბახიძეს და ნათია აბრამიას.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE