მდგომარეობა არის საგანგაშო – ირმა ჭკადუა

393
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ადვოკატი ირმა ჭკადუა შექმნილ პოლიტიკური ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ვითარება საგანგაშოა

“მდგომარეობა არის საგანგაშო ! ათეულობით ათასი ადამიანი, რომელიც იბრძოდა და იჩაგრებოდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, როდესაც ამ ადამიანებმა რეალურად გადადეს თავი რათა შეეცვალათ რეჟიმი რას იღებენ დღეს?

ამ ე.წ. კოჰაბიტაციამ მოიტანა ის, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა პოლიტიკურ ინდულიგენციას ნიშნავს. როდესაც სახელმწიფო სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად გვთავაზობს კოაბიტაციას, ეს მოცემულობა ამ ადამიანებისათვის არის დიდი უსამართლობის განცდა და ენით აღუწერელი მძიმე ემოცია.

9 წლიანი რეჟიმის აქტიური მონაწილეების დაწინაურება და პოლიტიკური აღზევება არის იმ ადამიანების ბრძოლის დახურდავება, ვინც 2012 წელს თავი გადადო და იბრძოდა დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოს იდეისათვის.

ეს არის ძალიან საშიში პროცესი, რომლის გაკონტროლება ნელ-ნელა ხდება შეუძლებელი… ძალიან ბევრი მათგანი საკუთარი ოჯახის დამტერორებელს ოცნების დროშას ამოფარებულს ხედავს და უჩნდება დაუცველობის განცდა… ეს იწვევს აგრესიას…

მინდა მივმართო ხელისუფლებას !!! სანამ ეს პროცესი გამხდარა უკონტროლო, სანამ ადამიანებმა დაკარგეს თქვენი იმედი და თვითონ დაიწყეს საკუთარი ოჯახების გამო შურისძიება დაასრულეთ ეს მანკიერი კოჰაბიტაცია და დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი”– აცხადებს ადვოკატი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE