ბოლო ამბები
18/01/2026

დღეს ჩვენს დაწესებულებაში პრეზიდენტის მოვალეობის ხელახლა შემსრულებელმა ბ.ნ.-მა სააკაშვილმა გამართა საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, სუს-ის ხელმძღვანელმა ლილუაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემ

გაზიარება

მიხეილ სააკაშვილის სატირული პოსტი ციხიდან:

“რუსთავის ციხის პრესცენტრის განცხადება:

დღეს ჩვენს დაწესებულებაში პრეზიდენტის მოვალეობის ხელახლა შემსრულებელმა ბ.ნ.-მა სააკაშვილმა გამართა საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, სუს-ის ხელმძღვანელმა ლილუაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემ.
განიხილებოდა შემდეგი დღის წესრიგი:

1. მინისტრების, როგორც უშუალო შემსწრეების, მოხსენება ოლიგარქის დანაშაულებზე, მათ შორის მკვლელობებზე, მოწამვლებზე, ბიზნესის შევიწროვებაზე.
2. სიტუაცია ირანში
3. ციხიდან ერთობლივი გაღწევის გეგმის შემუშავება
4. საქართველოში ხელისუფლების ცვლილების გადასაწყვეტად 1 მილიარდი ფონდის შექმნა
გაიცა დავალებები ჯერ კიდევ გარეთ მყოფ უშიშროების საბჭოს წევრზე – გომელაურზე.”- წერს სააკაშვილი.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა