საქართველოს პრეზიდენტმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.”- ნათქვამია განცხადებაში, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, ეხებათ თუ არა შეწყალება საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირებს ან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს.
დაწერე კომენტარი
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

