“რუსთავი2”-ის თანამშრომელთა ნაწილი ნიკა გვარამიას ემიჯნება, თუმცა ხმამაღლა ვერ ამბობენ

783
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

“რუსთავი2”-ის თანამშრომელთა ნაწილი მათი დირექტორის ქცევებით აღშფოთებულია და ემიჯნება, თუმცა არა საჯაროდ, არამედ პირად საუბრებში, რადგან მათ უკან ოჯახებია, ფინანსური ვალდებულებები და იძულებულები არიან აიტანონ.

მათ სულაც არ მოსწონთ “რუსთავი2”-ის ასეთ რეჟიმში გადასვლა, სააკაშვილის და გვარამიას ისტერიული სატელევიზიო ჩართვები და ამბობენ, რომ ეს უკვე ტელევიზია კი არა პარტიის ცენტრალური ოფისია, საიდანაც ისტერიული და ყოვლად უზნეო განცხადებები კეთდება.

არხის თანამშრომლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ნიკა გვარამია მორალის და ეთიკის ყველა ზღვარს გასცდა, მათთვის ასევე მტკივნეულია ის, რომ მოქალაქეთა უმეტესობა მათ როგორც მავნებლებს ისე აღიქვამს, თუმცა თავს ზევით ძალა არ აქვთ, ჯოხი კი დაბალ რგოლზე ტყდება და ამით მათი ხელმძღვანელობა სარგებლობს.

MULTIMEDIA.GE-ს ერთ-ერთი თანამშრომელი ესაუბრა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

“არ გეგონოთ რომ ამ ტელევიზიაში რობოტები ვმუშაობთ, უმეტესობა ძალიან აშღფოთებულია ნიკა გვარამია უზნეო საქციელით,  წითელი ხაზის გადაკვეთა იყო მისი გინება პირდაპირ ეთერში, ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ვის ან რას შეაგინა, ეს ტელევიზიაა, რასაც უამრავი ადამიანი, ბავშვი უყურებს და მისი საქციელი იყო მწვანე შუქი იმისა, რომ ყველაფერი შეიძლება, მაგრამ  ასე არ არის. მერწმუნეთ, რიგითი კორესპონდენტები ძალიან გაბრაზებულები არიან, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობენ, ამით არაფერი შეიცვლება, მათ კი უბრალოდ დაითხოვენ სამსახურიდან და დარჩებიან ულუკმაპუროდ. ამიტომ, თხოვნა მექნება ადამიანებთან ვისაც არ მოგწონთ ამ არხის პოლიტიკა, რიგით კორესპონდენტებზე ნუ გადატეხავენ ჯოხს, ვიმეორებ, “რუსთავი2″-ის თანამშრომელთა ნაწილი ნიკა გვარამიას ემიჯნება, თუმცა ხმამაღლა ვერ ამბობენ”– ამბობს არხის თანამშრომელი ჩვენთან საუბრისას.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE