ბოლო ამბები
23/01/2026

ეკა მიშველაძემ ტვ “პირველი” დატოვა და პოლიტიკაში მიდის

გაზიარება

ეკა მიშველაძემ ტვ პირველი დატოვა და პოლიტიკაში მიდის. ამ საკითხზე მან ინგა გრიგოლიასთან გადაცემაში ისაუბრა, მაგრამ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ რომელ პოლიტიკურ ჯგუფს შეუერთდება.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიშველაძე პარტია “თავისუფლების მოედნის” წევრი ხდებოდა, თუმცა, მან ეს არ დაადასტურა.

მიშველაძის თქმით, მას არსად არ ეჩქარება და აქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ იფიქროს, თუ რომელ პარტიაში გააგრძელებს საქმიანობას.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა