ბოლო ამბები
23/01/2026

გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

გაზიარება

გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ის 2025 წლის 24 ივნისს დააკავეს, რადგან არ გამოცხადდა პარლამენტის დროებით საპარლამენტო კომისიაზე. ვაშაძე დანებებას არ აპირებს და ამბობს, რომ უნდა დაამარცხონ ბიძინა ივანიშვილი.

ვაშაძე ერთიანობაზე საუბრობს და ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა იქნებიან ისინი ქართული ოცნების, თუ სხვა პარტიის მხარდამჭერი, ყველანი კარგები არიან და საჭიროა გაერთიანება.

“ძალიან შემართებით ვარ, ოპტიმისტურად განწყობილი, ემოცია, რა თქმა უნდა მაქვს, ამდენი ადამიანი, გულშემატკივარი, მინდა მივესალმო საქართველოს, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში… ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის, არის განვითარებულ ქვეყნებს შორის, არის ევროკავშირის ღირსეული წევრი, წარმოდგენილიყო საერთაშორისო ასპარეზზე, ბედნიერად ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში მინდა, რომ საპატიმროში არავინ აღარასდროს აღარ იტყოს. მინდა, რომ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს არ დაიჭერენ იმისთვის, რომ განსხვავებული აზრი აქვს.
7 თვე რთული იყო, განსაკუთრებით ოჯახს როცა შორდები, შვილებს, მეუღლეს, თქვენ ყველას, მაგრამ რწმენა იმისა რომ გავიმარჯვებთ იმდენად ძლიერია, რომ არც ერთი დღე არ გამჭირვებია… მინდა საოცარი პატივისცემა გამოვხატო სინდისის პატიმრების, რეჟიმის ყველა პატიმრის მიმართ, ის საოცარი სიმტკიცე, თავისუფლება, რომელსაც ციხიდან ასხივებენ გვაძლიერებს აბსოლუტურად ყველას, დიდი მადლობა მათ მშობლებს, დედებს საოცარი ჟინი მოდის. რუსთაველის პროტესტის ყველა მონაწილეს, ყველა აქტიურ ადამიანს, ყველა მებრძოლ პატრიოტს…”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ მედიასთან.
დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა