ვირუსის გამო, საქართველოს ბანკი სესხების დასაფარად 3 თვიან საშეღავათო პერიოდს აწესებს

485
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს ბანკი სესხებს 3 თვით გადაავადებს, ამის შესახებ განცხადება ბანკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

საკუთარი მიზნებისა და სურვილების ცოტა ხნით გადავადებისა და საერთო, საქვეყნო მიზნისთვის ბრძოლის შესაძლებლობები უსაზღვროა

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირება

სწორედ ამიტომ, ფილიალების განტვირთვის მიზნით, სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდსა და დისტანციურ მომსახურებას შევთავაზებთ ყველა ფიზიკურ პირს. თითოეული მომხმარებელი დეტალურ ინფორმაციას ინდივიდუალურად მიიღებს”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

თქვენი კომენტარი?