MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

საქართველოს ბანკის შემდეგ, სესხებზე 3 თვიან შეღავათს აწესებს თიბისი ბანკიც. ამის შესახებ განცხადება კომპანიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.  მიზეზი კ კორონავირუსის გავრცელებისგან თავის დაცვაა.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი.

საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით თიბისი უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას.

დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ.”– აღნიშნულია განცხადებაში.

ამ თემაზე:

ვირუსის გამო, საქართველოს ბანკი სესხების დასაფარად 3 თვიან საშეღავათო პერიოდს აწესებს

თქვენი კომენტარი?