MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი, სამოქალაქტო აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე სავალდებულო კარანტინში გადაიყვანეს. ის საფრანგეთიდან მოფრინავდა.

“პარიზიდან ჩამოვფრინდი. ფაქტობივად თვითმფრინავში გავიგე, რომ სავალდებულოა კარანტინი, მაგრამ ვერანაირ პრობლემას ამაში ვერ ვხედავ. უბრალოდ სამწუხაროა, ისედაც დასტრესილ გარემოში, ნამგზავრ ადამიანს რომ არ პასუხობენ ექიმები აეროპორტში. უფრო სამწუხაროა რომ ირონიულებიც კი არიან.

მაგრამ ძალიან დიდი მადლობა პოლიციელებს რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, შეგვიმსიბუქონ მდგომარეობა. ძალიან თბილად გვეკონტაქტებიან და ყველანაირად ცდილობენ, როგორც კი რამე ახალი ინფორმაცია ექნებათ, მოგვაწოდონ, რასაც ვერ ვიტყვით მედპორსონალზე”- წერს მარიამ გეგუჩაძე.

თქვენი კომენტარი?