გიორგი ვაშაძეს, ე.წ საბოტაჟის საქმეზე 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გამოიტანა. ვაშაძეს ასევე ჩამოერთვა პასპორტი, პირადობის მოწმობა და პროკურორის ნებართვის გარეშე აეკრძალა საზღვრის კვეთა.
ვაშაძე ამბობს, რომ გირაოს გადაიხდის.
“მშვიდად, წყნარად უნდა მივყვეთ პროცესს… მთავარია, რომ ჩვენი მიზანი არის ძალიან ნათელი – გვინდა სამართლიანობა ქვეყანაში, გვინდა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება… ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისა და უკეთესი ცხოვრებისთვის… და ეს მიზანი იმდენად ნათელია, რომ შეუძლებელია ამაზე უარი ვთქვათ და ხელი ავიღოთ… ჩვენ საბოლოო ჯამში გავიმარჯვებთ არა იმიტომ რომ მე მინდა გამარჯვება ან ვინმეს, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ასე სჭირდება…” – განაცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებთან.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

