MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტის ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„გუშინ მივიღეთ მისი ტესტის პასუხი და ის უარყოფითი აღმოჩნდა. პროტოკოლის მიხედვით, 24 საათში ისევ განმეორდება ანალიზი და თუ პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, პაციენტი შესაძლოა ხვალვე გავწეროთ.

ახლა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 44 პაციენტი იმყოფება, 7 მათგანის პასუხებს დღის მეორე ნახევარში ველოდებით. 12 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მსუბუქი იყო და ახლაც ასეთად რჩება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

თქვენი კომენტარი?