კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა – მამუკა ხაზარაძე ინციატივით გამოდის

435
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო”-ს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის ინიციატივა.

“რადგან კორონავირუსის გლობალურმა გავრცელებამ განსაკუთრებული მასშტაბი მიიღო, მთელი რიგი სახელმწიფოები მიმართავენ სხვადასხვა ზომებს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, პოლიტიკური გაერთიანება “ლელო” გამოდის ინიციატივით – შეიქმნას ინტერპარტიული საბჭო. შეიკრიბოს ყველა ოპოზიციური პარტია და ხელისუფლება ანტიკრიზისული მრგვალი მაგიდის გარშემო, რათა ქვეყანა მზად იყოს ყველა გამოწვევასთან გასამკლავებლად.

“ლელო” აცხადებს, რომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ზეპარტიული, საერთო ეროვნული საკითხია და ერთიანი ძალისხმევა სჭირდება. ამასთან, მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს გვერდზე გადავდოთ პარტიული განსხვავებები და საზოგადოებასთან ერთად ვიყოთ სოლიდარული, მეტი ზრუნვა გამოვიჩინოთ ყველაზე დაუცველი ფენებისადმი.

საერთო საფრთხის წინაშე საზოგადოება ერთად უნდა დადგეს, როგორც არასდროს. მხოლოდ ერთად დავძლევთ საერთო განსაცდელს.

დღეს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და ამ რთული გამოწვევის გამკლავება უნდა იყოს ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური სუბიექტის თუ პოლიტიკოსის უპირველესი ამოცანა.”- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

თქვენი კომენტარი?