მაია ნიკოლეიშვილის გამოხმაურება, რომელიც თბილისის სახელმწფო უნივერსიტეტისა და”გეპეის” გაერთიანების ინიციატივას ეხება.
“ტექნიკური უნივერსიტეტის, ე.წ. “გპი”- ს წინამორბედი იყო რუსეთის იმპერიის დროს დაარსებული, ამიერკავკასიაში პირველი ტექნიკური სასწავლებელი, პირველი ქართველი ინჟინერ-მშენებლების, რკინიგზელების, არქიტექტორების სამჭედლო. ეს ამიერკავკასიაში თბილისის აღმატებულ როლსაც ადასტურებდა. მერე შეიქმნა თსუ.
სახლი საძირკვლიდან შენდება!
განათლების სამინისტრო დღესაც უმძიმესი ჩანთებით აზიანებს პირველკლასელების გაუმაგრებელ ხერხემალს! -პირველი კლასის მეორე სემესტრიდან იწყებს ინგლისური ენის სწავლებას ქართული ასოები არ იცის ჯერ ბავშვმა!
ეს კოლონიალიზმის ნათელი მაგალითია!
დედაენის ნაცვლად – ვაშაკიძე როდონაიას აბდაუბდა სახელმძღვანელო!
გამრავლება პირველ კლასში?!
პირველი კლასიდანვე განწირული ბავშვი, რომ ვერ შეიყვაროს ენა, გრამატიკა, წერა, სწავლა, ვერ დაძლიოს პროგრამა, გაუჩნდეს დაბალი თვითშეფასება, აიყვანოს ოჯახმა რეპეტიტორი!
სახლი საძირკვლიდან შენდება და ამის ნაცვლად ტექნიკურ ინსტიტუტს ანგრევთ?!
მედიცინა ხომ მოისპო და მიჩანჩალებს 60+ თაობისა და ერთეული სპეციალისტების და ვიწრო სპეციალობების გამოკლებით!
პათანატომია ხომ მოკვდა, და შესაბამისად, სამედიცინო დახმარების ხარისხის რეალური გადამოწმების სურვილიც!
სასამართლო მედიცინა ხომ მიდის უკან, ყოველდღიურად!
სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და სოფლის მეურნეობის დარგები, საცდელი ბაზები და აგრარული მეცნიერებები ხომ იქცა მოგონებად, ქართული სოფლის მეურნეობის მძლავრ სექტორთან ერთად.
ახლა საინჟინრო სკოლის ჯერია? სატრანზიტო ჰაბიო, გავყვირით, გვინდაო. და საინჟინრო-ტექნიკური სპეციალობების გაძლიერების, მკვეთრი მატების ნაცვლად ტექნიკური უნივერსიტეტიც უნდა!
ტექნიკური უნივერსიტეტის ეუთანაზია?!
ხო, მაია სანდუც მოლდოვას ეუთანაზიას ახორციელებს, “კეთილი გულით”, “გადასარჩენად”- რუმინეთთან შერწყმის სურვილით!
-ორჯერ ორი ისევ, და ჯერ კიდევ ოთხია!
-დედამიწა არაა ბრტყელი და ის მაინც ბრუნავს!
-ოოოოხ!
-“ლექსო, ამოგთქომ, ოხერო”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

