ბოლო ამბები
04/02/2026

ეკა ბესელია მისი შვილის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

გაზიარება

ეკა ბესელია მისი შვილის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და წერს:

“პროპაგანდისტული მედიით ვიდრე დამესხმებით თავს სიმართლე არის ეს :

გუშინ ღამის 12 საათზე დამირეკეს, რომ ჩემი შვილი რატი საპატრულო პოლიციამ დააკავა და ძალის გამოყენებით წაიყვანეს.

რა დროც გზაში დამჭირდა მივედი ვაკე საბურთალოს გზაზე , სადაც ყავდათ გაჩერებული ავტო/ მანქანა და თავად ჩემი შვილი გადაყვანილი ჰყავდათ სადღაც…
როგორც მითხრეს, ნასვამი მართავდა მანქანას და საპატრულო პოლიცია დაედევნა, გაჩერდა და ამ დროს წინ მდგომ ტაქსის მანქანას მიედო ისე, რომ არცერთი მანქანა არაა დაზიანებული.
ტაქსის მძღოლმა განაცხადა, რომ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა და გაუშვეს .

მთავარი იწყება ამის შემდეგ :

ღამის 12 საათიდან 03 საათამდე ვეძებდი ჩემს შვილს და ხან რას მეუბნებოდნენ, ხან რას, პოლიციის უფროსად ვინც გამეცნო მითხრა, რომ დიღმის სამმართველოშია, წავედით დიღომში და იქ არ იყო, როგორც ხდება ამ ბოლო დროს…

ვეძებეთ, ვრეკეთ, ღამის 3 საათზე მოიყვანეს დიღმის სამმართველოში და ადგილები არ ჰქონდათ, 1 საათი ეზოში ჰყავდათ გაჩერებული, ამ დროს ვნახე რატი პოლიციის მანქანაში ხელბორკილებით და მითხრა, რომ ერთმა პოლიციელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
ვთხოვე მშვიდად ყოფილიყო.

ღამე ვერ შევედი და დილით, ბევრი ზარის შემდეგ როგორც იქნა შევედით იზოლატორში.

აი ესაა მეორე მთავარი ისტორია – შემომიყვანეს ყელის არეში დაზიანებებით, ხელზე სიწითლეებით.

არც დამკავებელი ვიცი, არც დაკავების ოქმი მაქვს, არც არაფერი, რაც უნდა გადასცე დაკავებულ პირს.
იზოლატორში გამოყვანის წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს..

ახლადნაოპერაციებია და გავაფრთხილე ნუ ეჯაჯგურებით, საკმარისად აქვს გადატანილი ყველაფერი და არ მინდა იგივეს განმეორება…
რაც დაარღვია – ადმინისტრაციული წესით აგებს პასუხს, მაგრამ ვინც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (ყელზე ეტყობა ეს ნაჭდევები) და არღვევს ამ დრომდე კანონს – იმის პასუხისმგებლობაზე სამთავრობო პროპაგანდას კითხვა გაუჩნდება?

4 ადვოკატი ამ დრომდე ვეძებთ საქმის ავტორს და მასალებს.

არ მქონდა წერის თავი ისე ვიყავი ემოციურად, მაგრამ ახლა ვწერ, რადგან პროპაგანდამ დაიწყო ათასი სიბინძურის გავრცელება …
კანონის დაცვას ვითხოვ, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს! სხვა არაფრის შიში რომ არ მაქვს, ეს ორივე რეჟიმმა – წინამ და ახლანდელმაც კარგად იცის !”– წერს ეკა ბესელია.

სხვა ამბების წაკითხვა