ბოლო ამბები
04/02/2026

“იმედზე” დებატები იწყება, რომელსაც მაგდა ანიკაშვილი გაუძღვება

გაზიარება

„ტელეიმედი“ ახალი პოლიტიკური ფორმატისთვის ემზადება – თებერვლიდან „იმედის“ ეთერში დებატები დაიწყება. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, სხვადასხვა საკითხზე საგნობრივ დისკუსიას „იმედის“ მაყურებელი კვირაში ერთხელ მოისმენს.

არხი თავისუფალ ტრიბუნას დაუთმობს ყველას, ვინც მზად არის არგუმენტირებული მსჯელობისთვის. გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი მაგდა ანიკაშვილი იქნება. არხი უკვე მუშაობს გადაცემის ფორმატზე, მიმდინარეობს სტუდიის მოწყობაც.”- ნათქვამია ტელეკომპანია “იმედი”-ს განცხადებაში.

დებატების შესახებ მზადყოფნა მას შემდეგ გამოითქვა, რაც ინიციატივა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააჟღერა.

სხვა ამბების წაკითხვა