MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი კორონავირუსთან წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებში, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას დადებითად აფასებს.

“პრემიერ-მინისტრ გახარიას მთავრობა კრიზისულ სიტუაციაში გამართულად მუშაობს! მისი აზროვნების საინტერესო, განსხვავებული სტილი მომწონდა, და მიხარია, რომ ჩემი იმედი გამართლდა.

ჯანდაცვის გამართული მუშაობა, ფრენების დროული ჩაკეტვა, კარანტინები, ახლა, ბანკების სოლიდარობა, ლიტ.გე-ს სოლიდარობა, ეს ნიშნავს მთავრობის მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერას და ბიზნესისაგან საზოგადოების მიმართ მიღებულ უკუკავშირს.

კრიზისულ სიტუაციაში სახელმწიფო სისტემურად სწორად მუშაობს. ეს უკვე სახელმწიფოს სიმწიფის და მთავრობის ქმედითობის ნიშანია!
ქართუ ბანკის ინიციატივა ცალკე თემაა, ეს ბიძინა ივანიშვილის პერსონალური წვლილია და დიდი მადლობა მას ამისთვის!”- წერს მაია ნიკოლეიშვილი ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?