ქალბატონო თამრიკო, მართლა სირცხვილია რაც თქვით. თავს ვიკავებდი იმიტომ, რომ ნაცნობები, ასე, ისე, მაგრამ….
პირადად მე, მახსოვს, ჩემ ეთერში ბევრჯერ მოსულხართ და “ნაცებისთვის”მიწა დაგიყრიათ, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და ასე როგორ შეიძლება? თამრიკო, ასე არ შეიძლება, არ არის სწორი.
ბევრი კარგი რამ აქვს გაკეთებული, “მზიურში” მღეროდა და კარგი ვოკალისტია, მაგრამ მე ხომ მახსოვს ჩემთან ეთერში, რა სიტყვებით ამკობდა სააკაშვილს, ვერ გავიმეორებ, ცუდი სიტყვებით ამკობდა”- განაცხადა “POSTV”-ის მთავარმა პროდიუსერმა და წამყვანმა შალვა რამიშვილმა მომღერალ თამარ ჭოხონელიძეზე საუბრისას.
თამარ ჭოხონელიძემ ტვ “პირველი”-ს ეთერში “ქართულ ოცნებაზე” და მათ მხარდამჭერებზე ისაუბრა, როგორც მან თქვა, “ქოცობა” არის სირცხვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

