ბოლო ამბები
04/02/2026

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გაზიარება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრ მასრურ ბარზანის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებულ პერსპექტივებს. აღინიშნა ამ კუთხით არსებული პოტენციალი და საინვესტიციო სფეროში კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, შუა დერეფნის შესაძლებლობებსა და ქვეყნის, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული და ლოგისტიკური ჰაბის როლზე. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

სხვა ამბების წაკითხვა