ზიარებას მაინც ყველასთვის ერთი კოვზის გამოყენებით ატარებენ, რა მოვლენაა… ამიხსენით ვინმემ – ნინო მუმლაძე

1210
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მსახიობი ნინო მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ეკლესიების დეზინფექცია ჩაატარეს, ზიარების შემდეგ დასალევად ერთჯერადი ჭიქებიც გამოიყენეს, მაგრამ თავად ზიარებას მაინც ყველასთვის ერთი კოვზის გამოყენებით ატარებენ.

თუ სასწაულის იმედზე არიან, დეზინფექცია და ერთჯერადი ჭიქები რაღა იყო? თუ არა და მარტო ეს კოვზი რატოა ჯადოსნური? ან თუ “ქრისტეს სისხლს და ხორცს” ერთჯერადი კოვზით მივიღებ ნაკლებ მადლიანი იქნება? რა ლოგიკაა, რა დამოკიდებულებაა, რა მოვლენაა… ამიხსენით ვინმემ”– წერს ნინო მუმლაძე.

თქვენი კომენტარი?