MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, საქართველოს  პრემიერ – მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე დღეს დილით ტელეფონით რუსეთის  სათათბიროს ფედერალური საბჭოს  წევრს გრიგორი კარასინს.

კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, საუბრის დროს განხილულ იქნა საკითხი, რომ მიმდინარე წლის 16 მარტიდან, საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდეს.

აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება რუსეთის და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს. შეზღუდვები არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.

თქვენი კომენტარი?