26/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›საზოგადო

2 მილიარდზე მეტი სჭირდება პენსიების 200 ლარით გაზრდას, რას მოაკლებდით ამ თანხას – ჯარისკაცები შევამციროთ და მათ ხელფასები მოვაკლოთ, თუ პოლიციელები, სუს-ი შევამციროთ და მათ მოვაკლოთ ხელფასები, ჯანდაცვას მოაკლებდნენ, სოციალურ საკითხებს, განათლებას, კულტურას, სპორტს, თუ რას?

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

თუ იცის ბატონმა ლევანმა რამდენია დღეს ქვეყნის ბიუჯეტი, რამდენი სჭირდება პენსიის მომატებას 200 ლარით? ამას თუ იტყვის, მერე თქვას, რას მოაკლებდა ამ თანხას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პენსიების ზრდას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, რეალურად, 2 მილირდზე მეტი სჭირდება პენსიების გაზრდას 200 ლარით და პასუხი კითხვაზე, თუ რას უნდა მოაკლდეს ეს თანხა, ოპონენტისგან ვერ მიიღო.

„2 მლრდ-ზე მეტი სჭირდება, რეალურად, პენსიების გაზრდას 200 ლარით. მარტივად დავსვი კითხვა – რას მოაკლებდა. რომ ავიღოთ მთელი სუს-ის ბიუჯეტი და სუს-ში უამრავი ადამიანია დასაქმებული, იქ ხელფასები გაიცემა. ხელფასები 3 მლრდ 420 მლნ-ია საჯარო სამსახურში. ამის ძირითადი ნაწილი არის პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები, თავდაცვის სფერო. რას მოაკლებდა ლევან გოგიჩაიშვილი? ჯარისკაცები შევამციროთ, ჯარისკაცებს ხელფასები მოვაკლოთ, თუ პოლიციელები შევამციროთ და მათ ხელფასები მოვაკლოთ.

თუ იგივე სუს-ი შევამციროთ და ხელფასები მოვაკლოთ. თქვენ იცით, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, საერთაშორისო რეიტინგებით არის აღიარებული, მაღალი სანდოობით მოსარგებლე საერთაშორისო რეიტინგებით და სუს-ი უნდა გავაუქმოთ, რომელიც ამ უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი? სულ რომ გააუქმო, შეიძლება მაინც არ ეყოს პენსიების გაზრდას 200 ლარით. ამიტომ მარტივი კითხვა დავსვი, არა დემაგოგიურად, არამედ კონკრეტულად უნდა გვიპასუხონ – რომელ სფეროს მოაკლებენ, განათლებას, სოციალურს, რომელიც არის ბიუჯეტში 34%, მესამედზე მეტი ბიუჯეტისა ხმარდება ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებს. ჯანდაცვას მოაკლებდნენ, სოციალურ საკითხებს, განათლებას, კულტურას, სპორტს, თუ რას? პასუხი ამაზე ვერ მივიღე, შესაბამისად, შეგვიძლია თემა დახურულად ჩავთვალოთ,“- განაცხადა პრემიერმა.