ჩვენ ველოდებით ამერიკის პოზიციას – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, რომელიც ეხებოდა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებას.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენი ხანი აპირებს მთავრობა ლოდინს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დაელოდებიან იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება.
“ჩვენ ველოდებით ამერიკის შემხვედრ პოზიციას, ვნახოთ, მოთმინებით დაველოდებით მომავალშიც. იმედი მაქვს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა განახლდება”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ზაზა შათირიშვილის პოზიციასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პრეზიდენტზე, რომელიც ბოლო პერიოდში მკვეთრად კრიტიკულია, ირაკლი კობახიძის თქმით, ზაზა შათირიშვილს აქვს მისი პოზიცია, ხოლო მას საკუთარი პოზიცია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

