ძალადობის ვიდეოებში ჩემი შვილი და ვერცერთი სხვა ბავშვი ვერ ვიცანი. დიახ, დანით ხელში ჩემი შვილია ლიფტში”- განაცხადა თემქაზე მოკლული გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული მოზარდის, ალექსანდრე გაბაშვილის მამამ.
სამწუხარო და უკანონო ამბავი ის არის, რომ ის ოთხი თვე, რომელიც უკვე გავატარეთ ციხეში, ფაქტობრივად განულდა და თავიდან დაიწყო იმ ექვსი თვის ათვლა, რომლის ფარგლებშიც კანონით ვალდებულია პროკურატურა დაამთავროს საქმე, – განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ ალექსანდრე გაბაშვილის მამამ, ალექსანდრე გაბაშვილმა.
მისი თქმით, ბრალს არ აღიარებენ.
„სასამართლო დარბაზში ჩემს შვილთან შეკითხვები არ ყოფილა. დღეს იხილებოდა აღკვეთი ღონისძიების ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ციხეში იმყოფებიან, არ ვიცი რისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ დაუმტკიცდათ აღკვეთის ღონისძიება. სამწუხარო და უკანონო ამბავი ის არის, რომ ის ოთხი თვე, რომელიც უკვე გავატარეთ ციხეში, ფაქტობრივად განულდა და თავიდან დაიწყო იმ ექვსი თვის ათვლა, რომლის ფარგლებშიც კანონით ვალდებულია პროკურატურა დაამთავროს საქმე და გამოიტანოს განაჩენი. ოთხი თვე ფაქტობრივად ჩვენ გვეკარგება და დღეიდან თავიდან დაეწყო ათვლა იმ ექვსთვიანი პერიოდის.
ძალადობის ვიდეოებში ჩემი შვილი და ვერცერთი სხვა ბავშვი ვერ ვიცანი. დიახ, დანით ხელში ჩემი შვილია ლიფტში“, – აღნიშნა დაკავებული მოზარდის მამამ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

