8 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ნიკა გვარამია გათავისუფლდა. ის 2024 წლის 13 ივნისს, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააკავეს.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ შერეული ემოციები აქვს, სიხარულიც და უხერხულობაც, რადგან ციხეში კვლავ რჩებიან ე.წ სინდისის პატიმრები და ის ბოლომდე იბრძოლებს მათ გასათავისუფლებლად.
გვარამიამ ასევე კომენტარი გააკეთა “ქართული ოცნების” ყოფილ მაღალჩინოსნებზეც, რომლებიც ციხეში იმყოფებიან, მისი შეფასებით, ისინიც არიან პოლიტიკური პატიმრები.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

