MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ჟურნალისტი და იუმორისტი ბაკურ სვანიძე “მედიის განვითარების ფონდი”-ს მიერ, გამოქვეყნებულ მასალას ეხმიანება, რომელიც მის კუთვნილ ფეისბუქ გვერდებს და ამასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხება.

ბაკურ სვანიძე თამარ კინწურაშვილს მიმართავს, “მედიის განვითარების ფონდი”-ს ხელმძღვანელია.

“ჩემთან დაკავშირებული მეს-ს ანუ ბაკურ სვანიძის, რომელიც დაკავშირებულია ბაკურ სვანიძესთან, მიმართვა “სიშჩიკ” თამარა კინწურაშვილს!

ქალბატონო თამარ! მიუხედავად იმისა, რომ უკვე ზუსტად ვიცი უკურნებელი
ფსიქიკური დაავადებით ხართ შეპყრობილი, მაინც მოგმართავთ – ეგებ დაავადების რემისიის პერიოდი დაგიდგეთ როდესმე და მაშინ მაინც შეიგნოთ, რომ
“ფეისბუქზე” არსებული შემდეგი “ფეიჯები” (გვერდები) –
1. “ნამდვილი ოპოზიცია”
2. “პოლიტიკოსები 1 ლარიდან”
3. “დეიდა ლორას კვლევები”
4. “ერთიანი ნაციონალური დვიჟენია”
5. “ჯორჯის სორო”
6. “ევრო-ფული საქართველო”
7. “სინდისისგან თავისუფალი მედია”
8. “memeატურები”
არის ჩემი საკუთარი გვერდები! ამას უკვე 2 თვეა საჯაროდ
ვწერ და თქვენ მაინც “იძიებთ” თუ “იკვლევთ” თუ რაღაცას
ხვანტალებთ და იქნებ დალაგებით აგვიხსნათ რა გსურთ?

აგიჩემებიათ – “ბაკურ სვანიძესთან კავშირში მყოფი გვერდებიო”… “კავშირში” კი არა, ჩემია, ჩემი! თქვენ წარმოიგინეთ, გაოცდებით და ასევე ჩემია:-
1. “ბაკურ სვანიძის ფბ-ტვ”
2. “ბაკურ სვანიძის მეგობარი საიტები”
3. “ბაკურ სვანიძის ძაანპოლიტიკა”
4. “ბაკურ სვანიძის ბლოგი”

წარმოიდგინეთ, ისე ძალიან ვიმალები და ვასაიდუმლოებ ამ ყოველივეს, რომ ამ გვერდების და ჯგუფების სახელშიც კი პირდაპირ ჩავწერე ჩემი სახელი და გვარი!
ქალბატონო თამარ – 577 762001 – ეს ჩემი პირადი მობილურია და იქნებ გადმომირეკოთ და მკითხოთ კიდევ რა არის ჩემი ან ჩემთან “დაკავშირებული” –

როგორც თქვენ გიყვართ ხოლმე თქვენს საოცარ “გამოძიებებში” თქმა. ოღონდ, ყავაზე დაპატიჟების იმედი არ გქონდეთ – დებილ ქალებს ვერ ვიტან!

სამაგიეროდ, თქვენ შეგიძლიათ ჩაიწეროთ ჩვენი საუბარი და ღმერთმა ამ ქვეყანას დაუფაროს და თუკი როდესმე თქვენი ბელადი გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებაში კვლავ მოვა – გამოიყენოთ ჩემს წინააღმდეგ “აღიარებით ჩვენებად”, როგორც ამას თქვენი სულიერი მამები – ძველი საბჭოთა “ენკავედეს” და
“ტროიკების” წარმომადგენლები აკეთებდნენ…

ისე კი, მინდა გითხრათ, რომ ნუ მებრძვით ისეთი მეთოდებით, როგორც “ქოცების” გვერდებს ებრძოდით. იქ “ფეიკებიც” (სიყალბე) ბლომად იყო და უხამსობაც! ამიტომ, “გამოვლენის” შემდეგ, მისი მფლობელები ერიდებოდნენ აღიარებას, რომ ეს მათი გვერდებია! ჩემს გვერდებზე კი, არც ერთი “ფეიკი” და უხამსობა
არ არის!

ხოლო “სოციალურ ქსელებში” “ფეიჯების” ჯგუფების თუ სხვა რესურსების ფლობას არ კრძალავს არც საქართველოს კანონმდებლობა და არც თავად ფეისბუქის ადმინისტრაცია… ამიტომ, მორიგ “კვლევას” თუ “გამოძიებას” რომ დაამთავრებთ, შეგიძლიათ ვიდრე

“დაფსკვნებს” გამოიტანდეთ და გამოაქვეყნებდეთ და საჯაროდ თავს კიდევ ერთხელ შეირცხვენდეთ, ჯერ გადმომირეკოთ ან “დამეფსკვნათ” სადაც გსურთ! მაინც ვერ დამბლოკავთ! ეგ კი არა, ცუკერბერგს ისე დავევასე, ჩემს საპატივცემულოდ ახალი “სმაილის” დანერგვასაც აპირებს ქსელში, რომლის ნიმუშს აქვე ფოტოდ გთავაზობთ… აბა, თქვენ იცით, იქნებ აწი გამოიძიოთ, ბაკურ სვანიძის ეს ფოტო არის თუ არა დაკავშირებული რამენაირად ბაკურ სვანიძესთან? წარმატებები და გაზაფხულს გილოცავთ, ოღონდ ასე ძალიანაც ნუ აუფშვიტინებთ, ტეხავს!”- წერს ბაკურ სვანიძე.

თქვენი კომენტარი?