ქვეყნის მასშტაბით იხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის, აფთიაქის, ბენზინგასამართი სადგურისა და ფოსტისა

351
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მიღებულია, გადაწყვეტილება, რომ ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელებისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა უნდა იყოს დახურული, იმისათვის, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვის და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მიღებული აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც იქნება დროში შეზღუდული, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის შიდა გადაცემა შეფერხდეს.

„ჩვენი ძირითადი ამოცანა ეპიდემიოლოგებთან ერთად გახლავთ ის, რომ ვირუსის გავრცელების ტემპი მაქსიმალურად შევამციროთ იმისთვის, რომ ჩვენს სამედიცინო სექტორს მივცეთ საშუალება, ეფექტურად და სწრაფ ვადებში იბრძოლონ ინფიცირებულების გამოჯანმრთელების მიზნისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, მთავრობამ თავის დროზე შეწყვიტა საგანმანათლებლო დაწესებულებების, სხვადასხვა კომერციული ობიექტების მუშაობა, დახურა საზღვრები ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც იყვნენ რისკის შემცველი ვირუსის გარედან იმპორტის თვალსაზრისით, მაგრამ დღეს

„დღეს შედგა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა განხილვების ძირითადი თემა გახლდათ კორონავირუსის გამოწვევები და მასთან ეფექტურად ბრძოლა, რის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ რამდენიმე გადაწყვტილება.

მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და ჩვენ გადავდივართ ახალ – შიდა გავრცელების ეტაპზე, რაც მთავრობის მხრიდან ღონისძიებების დამატებით გამკაცრებას მოითხოვს მთავრობის მხრიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თქვენი კომენტარი?