განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“პანდემია ბევრს დაავიწყდა და დაიწყო ლამის ჯვაროსნული ფეისბუქ ომი მორწმუნეებს, ფანატიკურად მორწმუნეებს და მცირედ მორწმუნეებს შორის. ნაცები, ურა-ლიბერალები, ათეისტები და ღვთის მგმობელები სეირს უყურებენ.
– რა კარგი სიტყვაა “მიზანშეწონილობა”!
ჯაჭვი: ვირუსი-ეპიდემია-პანდემია-ადამიანის სიცოცხლე-კაცობრიობის ბედი და მომავალი. და ლოკალურად შეიქმნა დილემა: მორწმუნის სიცოცხლე თუ ზიარების და ერთობის ურყევი პრინციპები?

დილემა: სარწმუნოებრივი ერთობა რწმენისთვის, თუ სოციალური დისტანცია სიცოცხლის გადარჩენისთვის?

მე, ერთი რიგითი მართლმადიდებელი, პროფესიით ექიმი, ჰიპოკრატეს ფიცის ერთგული, უფლის ნაბოძებ ადამიანის სიცოცხლეს, საკუთარს და სხვისას, უფლის სიტყვით და უფლის რწმენით, უმთავრეს ფასეულობად ვაღიარებ!
უფალი ჩვენშია, მე მჯერა უფლის და ამიტომ მისი შექმნილი და ნაბოძები სიცოცხლის დაცვა უპირატესად მიმაჩნია.

– უფალი ყველგან სუფევს, ჩემი ლოცვა მისწვდება უფალს, ჩემს სახლში ვიქნები, გზაში თუ უფლის სახლში, ვიქნები ცოდვილი თუ ძალიან ცოდვილი, ნაზიარები თუ უზიარებელი, უფალი მხედავს, უფალს ვუყვარვარ, უფლის შვილი ვარ, უფალი ჩემთანაა, დიდება უფალს!”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

თქვენი კომენტარი?