გვიცავს თუ არა ე.წ. “შავი პირბადე” კორონასგან? – ინფექციონისტის განმარტება

2348
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ინფექციონისტი მაია ჯანაშია პირბადეების შესახებ ვრცელ ინფორმაციას აქვეყნებს:

“მრავალჯერადი ვითომ “დამცავი პირბადე” იმ პრობლემას ვერ მოაგვარებს რაზეც ასე ვღელავთ. ის ალბათ უფრო გვათბობს, ვიდრე გვიცავს.

იმ ტიპის პირბადის შეკერვას, რომ მინიმუმ ქირურგიული სტანდარტი დააკმაყოფილოს, უნდა ცოდნა. მინიმუმ შეიკეროს იმ ქსოვილისგან, რომელიც უძლებს მაღალ ტემპერატურას (ხარშვას, დასტერილებას). ესეც გამოუვალ შემთხვევაში , შეიძლება ამით ჩანაცვლდეს ე.წ ქირურგიული ნიღბები და არა ეს ახალი “ტრენდული face mask”-ები. (სახის ნიღბები)

მოკლედ მინდა გამოვეხმაურო შეკითხვას: გვიცავს თუ არა ე.წ. “შავი პირბადე” კორონასგან?

მიუხედავად ბევრი გაფრთხილებისა, ხალხის მასა, რომელსაც ჰგონია, რომ ივლის უდარდელად იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის პირბადე “ჩაიგდო ხელში” ეს არის აბსურდი.

დღეს იმდენჯერ წავაწყდი ამ პირბადის ხელით “აწევ -ჩაწევ-მორგებას” და ინფექციის ტალღის მიმოქცევას მთელ სახეზე, სჯობდა სულ არ ჰქონოდა და კიდევ უარესი, ასეთი ცუნამიანი ხელის მეორე პირთან კონტაქტს. ამის შემხედვარე მსოფლიოს პირველ ეპიდემილოგსაც კი სტენოკარდიულო შეტევა დაემართებოდა.

მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ლაპარაკია არა ნერწყვის წვეთებზე, არამედ მიკროსკოპული ზომის ნაწილაკებზე. როგორც წესი, მომხმარებლები ყველაზე დაბალი კლასის დამცავ ნიღბებს ყიდულობენ – FFP1-ს (არის კიდევ FFP2 და FFP3). ასეთი ნიღბები იოლად ატარებს ინფიცირებულ ნაწილაკებს როგორც ქსოვილში, ისე გვერდებიდან – იქიდან, სადაც დამცავი ფენა სახეს მჭიდროდ არ ეკვრის.

ისინი ძირითადად სხვა მიზნებისთვისაა განკუთვნილი, მაგალითად, იმისთვის, რომ ოპერაციის დროს ქირურგს სახე არ დაესვაროს. გარდა ამისა, ასეთი ნიღბების ტარება შეუძლიათ უკვე ინფიცირებულ ადამიანებს, რომ გარშემომყოფები ნერწყვის წვეთებისგან დაიცვან. იმავდროულად, თუ ამ ნიღაბს ორ საათში ერთხელ არ გამოცვლიან, ინფექციის გავრცელების რისკი მხოლოდ გაიზრდება – ამ ხნის განმავლობაში ნიღაბზე იმაზე მეტი ვირუსი გროვდება, ვიდრე უბრალო ამოსუნთქვის დროს.

 გაცილებით ეფექტური გზაა: სოციალური დისტანცია, ხელის დაბანა და შეგნება, რომელიც წმინდა ქართული მენტალიტეტით კრიზისშია. გთხოვთ მეტი ყურადღება, მეტი პასუხისმგებლობა”- წერს მაია ჯანაშია.

თქვენი კომენტარი?