საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მნიშვნელოვანია პირადად ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობა – დავით ჩიხელიძე

246
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე, საგანგებო მდგომარეობაში, მთავრობის ეფექტიანობას უსვამს ხაზს. ის ასევე მნიშვნელოვნად აფასებს თავდაცვის ძალებისა და პირადად ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობას.

“მარნეულში და ბოლნისში მკაცრი კარანტინის ზომები გატარდა, რაც ნამდვილად მისასალმებელია, მისასალმებელია სახელმწიფოს ოპერატიულობა, რომელმაც ვირუსის გამოვლენის პარალელურად, მყისიერი რეაგირება მოახდინა და ქვეყანა ვირუსის გავრცელებისგან დაიცვა.

დღეს „ფრონტის“ წინა ხაზზე ექიმები, ჯარისკაცები, სამართალდამცველები, საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები დგანან. საგანგებო მდგომარეობის და მკაცრი კარანტინის პირობებში მნიშვნელოვანია თავდაცვის სამინისტროს ქმედება და პირადად მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობა, რომელიც პირადად ჩავიდა მარნეულის რეგიონში და ადგილზე გაეცნო შექმნილ მდგომარეობას.

კარგია, რომ თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე იყო გადასული, ეს მინისტრის წინდახედულობას და პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს, ყაზარმულ მდგომარეობაზე გადასვლამ სახელმწიფოს ოპოერატიულობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

ასევე თავდაცვის ძალების ქმედებაში შეინიშნება დისციპლინის და კორდინაციის მაღალი დონე, რომელიც ექსტრემალურ პირობებში მუშაობისთვის აუცილებელია.

დღეს ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, მთავრობა ხალხს, ხალხი კი მთავრობას, პირველს ყველანი ვხედავთ,  რომ მთავრობა ხალხის გვერდით დგას, ახლა ხალხის ჯერია, ყველამ უნდა გამოვიჩინოთ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და მთავრობის რეკომენდაციები ზედმიწევნით შევასრულოთ! ღრმად მწამს, ქვეყანა აღნიშნულ გამოწვევას ადვილად და მალე დაძლევს, რადგან სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი მინისტრთა კაბინეტი და პროფესიონალთა გუნდი ჰყავს”- აცხადებს დავით ჩიხელიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE