ალბათ ყველასთვის გასაგებია, რატომ ცდილობდნენ ასე დაჟინებით გიორგი გახარიას ჩამოცილებას – სოსო მანჯავიძე

756
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისი საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, სოსო მანჯავიძის პოსტი ფეისბუქში.

“უცხოეთში დარჩენილი ქართველების ბედი, რომელთა ნაწილი უსახსროდ დარჩა, ყველას გვაწუხებს, მაგრამ საქართველოს მთავრობის დადანაშაულება ამ საკითხში არაა სწორი, ხოლო ამ თემის პოლიტიკურ სიბრტყეში გადაყვანა-საერთოდ უზნეობაა.
ჯერ ერთი–ამ პრობლემის გადაწყვეტა ასეთ დროს უჭირთ ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორიცაა საფრანგეთი და აშშ.

მეორე– თავიდანვე იქნა მიღებული ზომები და შეიძლება ითქვას, რომ შესაძლებლის მაქსიმუმი კეთდება.

ცალკეულ ჩინოვნიკთა დაუდევრობა, ცხადია. გამორიცხული არაა.
რაც შეეხება სპეკულაციურ ფასებს ავიაბილეთებზე. ასეთ დროს ფულის მოგება და, მითუმეტეს, ფასების გასამმაგება უნდა აღიკვეთოს და სათანადოდ დაისაჯოს,
და კიდევ.

ალბათ ყველასთვის გასაგებია, რატომ ცდილობდნენ ასე დაჟინებით გიორგი გახარიას ჩამოცილებას ნაცები და მათი ეპიგონები.
მას აქვს კრიზისის მენეჯერის გამოკვეთილი ნიჭი და უნარები. ურთულესი გამოცდის დროს, რომელიც გვიდგას და წინ გველის, ასეთი თვისებების მქონე ადამიანი სანთლით საძებარია.

ამავე დროს, გარდაუვალი ეკონომიკური კრიზისი, რომლის შედეგები მძიმე იქნება, გონიერებასთან ერთად, მკაცრ ხელსაც საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება დესტრუქციული, უპასუხისმგებლო პოპულისტების შეკავება გამწვავებული სოციალური პრობლემების ფონზე.

ეს პრობლემები ყველას შეგვეხება და მაქსიმალური თავშეკავება და სოლიდარობა გვმართებს. სწორედ ამ თვისებებმა გადაარჩინა საქართველო და ამ მსოფლიო კრიზისსაც გადავიტანთ, თუ სოლიდარულები ვიქნებით და ერთმანეთის გაჭირვებას გავიზიარებთ.” – წერს სოსო მანჯავიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE