დავით თარხან-მოურავი განცხადებას ავრცელებს

343
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“პატრიოტთა ალიანსი”, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მორატორიუმს აცხადებს და ხელისუფლებას ეხმარება პრობლემის მოგვარებაში. ამის შესახებ ნათქვამია დავით თარხან-მოურავის განცხადებაში, რომელიც გავრცელდა:

“ახლა ისეთი ვითარებაა მთელს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, როცა არაა ჩასაფრების და ხელისუფლების კრიტიკის დრო. პირიქით, ჩვენ შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს. ჩვენი გუნდი, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, დღეს სწორედ ამას აკეთებს. ვცდილობთ, დავეხმაროთ ჩვენს სახელმწიფოს, ხალხს, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ამ მიმართულებაზეა დღეს გადართული მთელი ჩვენი გუნდი.” – აღნიშნულია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE