ელისო კილაძის შვილი პატიმარი დედის შესახებ წერს და ამბობს რომ ჯანმრთელადაა და ის მართალია.
“ჯანმრთელადაა, კარგადაა, მოგიკითხათ ყველა. ბრძოლა იქნება სიმართლით, ბოლომდე! რაც არ არის, არ არის,
ვერაფერიც ვერ იპოვეს კანონსაწინააღმდეგო! 4 ცრუ, სამგზის ნასამართლევი არარაობის ტყუილების რახარუხით ვერაფერს გამორჩებიან!
დროის ფაქტორია, სანამ ჩვენი სიმართლე სრულად გაიშლება ისე, რომ ყველამ ყველაფერი გაიგოს! მოგიკითხათ ყველა, ყველაფერი კარგად იქნება.
სიმართლე სინათლეა” – წერს დავით ხარშილაძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

