MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიეერ სანიტარული საშუალებების დარიგების ამბავს, რის გამოც ქუჩაში უამრავი ადამიანი შეიკრიბა და საფრთხე შექმნა ვირუსის გავრცელების მხრივ.

“დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო პასუხს აგებინებს სანდრასა და ნაცსექტას ზუგდიდში უფასო პირბადეების დარიგებისას საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო! აქ მყოფმა აღშფოთებულმა დიპლომატებმაც კი მომწერეს – ასეთი თავყრილობის ორგანიზება როგორ შეიძლება?! რატომ მყისიერად არ აღიკვეთა?! ნაცსექტავ, რა მავნებელიც იყავი, უარესი გახდი და უმკაცრეს განაჩენს გამოგიტანს ამომრჩეველი! ნაძირლებო, მერე ეკლესიაში შეკრებაზე წკმუტუნებთ ხომ?..”- წერს გია აბაშიძე.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს არიგებენ, რამაც უამრავი ადამიანი ერთად შეკრიბა, რაც საგანგებო მდგომარეობას არღვევს.

 

თქვენი კომენტარი?