ბოლო ამბები
09/03/2026

ანა დოლიძე ოპოზიციურ ერთიანობას მიესალმება, თუმცა არ უერთდება

გაზიარება

ანა დოლიძე ოპოზიციურ ერთიანობას მიესალმება, თუმცა არ უერთდება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“მიხარია, თუ ვინმე დღევანდელი შეხვედრის კადრებში საკუთარი შეხედულებების წარმომადგებლებს დაინახავს. თუმცა სინამდვილეში ახალი არაფერია: ნაციონალური მოძრაობის ძველი თანამოაზრეები და თანაგუნდელები ერთად დასხდნენ. ეს ძალიანაც კარგია, ამომრჩეველს ნაკლებად დააბნევს და დროს ნაკლებად დააკარგვინებს. თუმცა დღევანდელი შემადგენლობა წარმოადგენს მოსახლეობის პოლიტიკური გემოვნების 20-25%. მე ვარ იმ უმრავლესობასთან ერთად, რომელიც საკუთარ თავს ხედავს ნაციონალური მოძრაობის მიღმა.”- წერს დოლიძე.

სხვა ამბების წაკითხვა