MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობის გეგმაზომიერმა, დროულმა და ეფექტურმა ნაბიჯებმა ოპოზიცია ე.წ. „ნოკდაუნში“ ჩააგდო, რასაც მათი გონებრივი შესაძლებლობების არარსებობა დაემატა, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს სხვა ახსნას ვერ ვუძებნი.”- ასე ეხმიანება “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე დღეს, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც ნა.მოძრაობის აქტივისტების მიერ, სანიტარული ნივთების დარიგებას, ხალხის მასობრივად შეკრება მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები უსაფრთხოების წესების დარღვევით დაარიგეს.  მთელი მსოფლიო საკუთარ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, სახელმწიფოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ასეთ დროს ყოველ ქმედებას და თავყრილობას საკუთარი წესები აქვს, დაუშვებელია ათზე მეტი ადამიანის შეკრება, ასევე დისტანცია უნდა იყოს 1,5 მეტრი და ა.შ.

ამ დროს კი ოპოზიცია ვიწროპარტიული ინტერესების გამო, ასეულობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს. ნაციონალურ მოძრაობას იმდენად აქვთ გამჯდარი ბოროტება, რომ მათ მიერ განხრციელებული, ერთი შეხედვით ჰუმანური ჟესტიც კი ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

მათი მიზანი იყო პიარი და არა ადამიანების დახმარება, რადგან თუ მართლა საკუთარ მოსახლეობაზე ფიქრობდნენ, შეეძლოთ დაკავშირებოდნენ შესაბამის უწყებებს და სახელწიფოსთან კორდინაციით მოეხდინათ პირბადეების დარიგება, ან საკუთარი მოხალისეების დახმარებით სახლებში დაერიგებინათ.

ფაქტია, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, საკუთარი ბელადის დავალებით მოახდინეს კანონის დარღვევა, მაქვს იმედი და მოლოდინი, რომ შესაბამისი უწყებების მიერ მოხდება ორგანიზატორების იდენტიფიცირება და კანონის შესაბამისად დასჯა!
მოვუწოდებ ოპოზიციას, იაზროვნეთ სახელმწიფოებრივად და არა მერკანტილურად”- აცხადებს დავით ჩიხელიძე.

თქვენი კომენტარი?