ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანის ტერიტორიიდან დრონებით თავდასხმების დროს დაშავებული ორი პირის მდგომარეობა სტაბილურია.
ამ ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “აზერტაგი” ავრცელებს.
გარდა ამისა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა:
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელებულ დრონების თავდასხმებს, რამაც აეროპორტის შენობა დააზიანა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის წინააღმდეგ ეს თავდასხმა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დარღვევას წარმოადგენს და რეგიონში დაძაბულობის გაზრდას ემსახურება.
ჩვენ მოვითხოვთ, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ უმოკლეს ვადაში მოგვაწოდოს ნათელი ახსნა-განმარტება ამ ინციდენტთან დაკავშირებით, ჩაატაროს შესაბამისი გამოძიება და მიიღოს სასწრაფო ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსგავსი თავდასხმები მომავალში აღარ განმეორდეს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

