ბოლო ამბები
09/03/2026

“იმედს” აუცილებლად ვუჩივლებ ცილისწამებისთვის, მოგიწევთ ბოდიშის მოხდა! – ნინო ლომჯარია

გაზიარება

“რუსული პროპაგანდის გავრცელების” გამო დასანქცირებული ტვ “იმედი” ამ უზნეო ტყუილს იგონებს და ავრცელებს ჩემ შესახებ.

“იმედს” აუცილებლად ვუჩივლებ ცილისწამებისთვის! თქვენ საკუთარ მაყურებელსაც არ სცემთ პატივს, გამოგონილ ამბავს რომ ასმენინებთ და აჯერებთ. მოგიწევთ ბოდიშის მოხდა!
საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მეც და ჩემი კოლეგებიც ვაკეთებდით, ვაკეთებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, მათ შორის უვიზო მიმოსვლით, რაც ევროკავშირთან ურთიერთობას მოაქვს.

ვერ ეღირსებით, თქვენი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით საქართველოს მოქალაქეებს წაართვათ უვიზო რეჟიმი და შემდეგ თავხედურად გადააბრალოთ ეს მათ, ვინც ყველაფერს აკეთებს საქართველოს კანდიდატის სტატუსის და უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად.”- წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში და ეხმიანება ქრონიკის გავრცელებულ ინფორმაციას.

ამ თემაზე:

სხვა ამბების წაკითხვა