თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში – პაატა იმნაძე

1074
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

პაატა იმნაძე კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ დარჩნენ სახლში, რათა ვირუსის გავრცელება არ მოხდეს და არ განმეორდეს ის, რაც იტალიაში მოხდა. ამის შესახებ მან “იმედი”-ს ეთერში ჩართვისას განაცხადა.

„ის, რაც უკვე გაკეთდა, ეს ყველაფერი იყო შიდა გადაცემის პრევენციისთვის. ახლა ყველაფერი ჩვენს მოსახლეობაზეა უკვე დამოკიდებული. თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში. აი ეს არის დღეს, მეტი აღარაფერი. დღეს არის მთავარი რა? რომ ყველამ უნდა გაითვალისწინოთ, საქართველოს ყველა მოქალაქემ, ყველა ადამიანმა ქვეყნაში – დღეს უკვე იმ ეტაპზე შევდივართ, რომ თუ ჩვენ არ დავრჩებით სახლში, ინფექცია არ გაჩერდება“, – განაცხადა იმნაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE