სწორედ თაკო ჩარკვიანი ზის ყველა ეთერში და საშინელ,სიძულვილის ატმოსფეროს აფრქვევს – სოსო მანჯავიძე

365
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.

“ყველას გახსოვთ ალბათ ე.წ. კარვის ქალები. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას,რომ მათ დიდი როლი თამაშეს სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებაში.
ეს შეუვალი,მძულვარებით აღსავსე ჰარპიები არ უშვებდნენ საწინააღმდეგო აზრს,იგესლებოდნენ, იწყევლებოდნენ, ილანძღებოდნენ და პასუხად საშინელ დაუნაწევრებელ აგრესიას იწვევდნენ.

ამ ავადმყოფურმა სინდრომმა,რომელიც კვლავ აყვავდა სააკაშვილის მმართველობისას და საპასუხო რეაქციად ოცნების ყველაფრისგამპრავებლები მიიღო,თავის მწვერვალს თაკო ჩარკვიანის ფენომენში მიაღწია.

მართალი გითხრათ, ამ ადამიანების ყურებისას,მაშინაც და არ მტოვებდა აზრი,რომ ინკვიზიციის წარმოქმნას და ალქაჯების დევნას სრულიად რეალური საფუძვლები ჰქონდა.
ყველაზე ადექვატურად ასეთ მდგომარეობას მართლაც ასახავს ტერმინები “შეპყრობილი”, “ეშმაკეული””ცოფიანი” და ა.შ..

არადა,სწორედ თაკო ჩარკვიანი ზის ყველა ეთერში და საშინელ,სიძულვილის ატმოსფეროს აფრქვევს,რასაც ზუსტად ისეთივე დაუნაწევრებელი აგრესია მოყვება საპასუხოდ,როგორც მაშინ.
გუშინდელი ეპიზოდი ძალიან ცუდი ნიშანია. იმედია, გვეყოფა ჭკუა და გამოცდილება,რომ ამ ეშმაკეულებს არ ავყვეთ და მტერი არ გავახაროთ.”- წერს მანჯავიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE