მოდურ აქსესუარად ქცეული პირბადეები

1115
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გიორგი ლაღიძე – multimedia.ge


პანდემიის გამოცხადების შემდეგ, პირბადეებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა, რამაც ადგილობრივ ბიზნესს კრეატიული საქმიანობის დაწყების შესაძლებლობა მისცა.

მიუხედავად უამრავი სპეციალისტის ახსნისა, რომ არ არსებობს მრავალჯერადი პირბადე და რეალურად, ეს არ იცავს  ვირუსისგან, მაინც მრავლად არიან ადამიანები, ვისთვისაც ეს მოდურ აქსესუარად იქცა და ქუჩაში, სრულიად უადგილო სივრცეში, იქ სადაც ამის საჭიროება არ არის, მაინც წააწყდებით ადამიანებს სახეზე დამაგრებული ნიღბით.

საყოველთაო საჭიროების ფონზე კი კრეატიულმა ადამიანებმა ახლებური ბიზნეს იდეაც მოიფიქრეს და ბაზარზე უკვე ფერადი პირბადეებიც გამოჩნდა, რომლის შეძენაც ინტერნეტის მეშვეობით შეგიძლიათ, სახლში მიტანის მომსახურებით, თუმცა არ ვიცით, რამდენად გამოსადეგია იმ საჭიროებისთვის, რა დანიშნულლებაც აქვს ნიღაბს.

ჩნდება განცდა, რომ ადამიანების უმეტესობა პირბადეებს იძენს დაუფიქრებლად, მხოლოდ ვიზუალის მიხედვით და არა საჭიროებისამებრ.

თქვენი კომენტარი?